ცოცხალი შემიყვარეთ და ცოცხალი მანუგეშეთ,ცოცხალი დამინდეთ,რა იქნება? ცოცხალს მომეფერეთ და ცოცხალს ჩამეხუტეთ,ცრემლები შემიშრეთ,რა იქნება? ცოცხალი გამიხსენეთ დაცოცხალს დამეხმარეთ,ცოცხალს ნუ გამწირავთ,რა იქნება? ცოცხალი რომ სიცოცხლეში დავაფასოთ,მკვდარი ხომ სატირალი არ იქნება. ცოცხალს მიმკურნალეთ,მარტო არ დამტოვოთ,ცოცხლისთვის ილოცეთ,რა იქნება? ცოცხალს სიყვარული სანთლებად დამინთეთ,მკვდრის შესანდობარიც სათქმელი არ გექნებათ..!!