მონატრება მაგ შენს თვალებში სევდა ჩამდგარა უცებ ჩამქრალა შუქი, ამ ცხოვრების ჟამს შენ გაერიდე მე დარდი დამრჩა გულში. დღეს შენი დღეა ჩემო ძვირფასო ცხადად გხედავდე ნეტა, შენებრ ალერსით ვერავინ მეტყვის შენ გენაცვალოს დედა. გთხოვ მაგრძნობინო ჩემს გვერდით რომ ხარ გარდასახული სულში, მომენატრები, მომენატრები მინდა ჩაგიკრა გულში.