არ მიყვარს როცა დასცინიან და საძულველად იხსენიებენ საქართველოს, საკუთარ სამშობლოს! ასეთ დროს კრიტიკოსებს მინდა ხოლმე, რომ ვკითხო: იცნობ ჰომეროსის, ევრიპიდეს, ჰეროდოტეს, სტრაბონის, გელასი კესარიელის, მოვსეს ხორენაცის, იერემია სოზომენის, სოკრატ სქოლასტიკოსის, ჯუანშერის, ლეონტი მროველის, ბასილი ეზოსმოძღვარის, ივანე ჯავახიშვილის, სარგის კაკაბაძის ნაშრომებს საქართველოს (კოლხა, დიაოხი, ეგრისი, ქართლი და სხვ.) შესახებ? ან სულაც წაგიკითხავს ქართლის ცხოვრება? თოთხმეტიდან ერთი რომ შენი დამწერლობაა, იცი? იცი ღვინის სამშობლო რომელია? იცი პირველად პარლამენტარიზმს საფუძველი სად ჩაეყარა? იცი სხვაგან ისეთი პრეცედენტი სადაც ერთ დღეში 100 000 ადამიანი ქრისტესათვის ეწამებოდეს? გაგიგია მსგავსი თავდადება როგორიც