კაფე "ოაზისში" შავებში ჩაცმული ორი მამაკაცი ?(ლუკა და ლაშა) ზის, რომლებიც ლუდს სვამენ და სიგარეტს ეწევიან. ამავე კაფეში ორი გოგონა (დეა და ნია) შევიდა, რომლებიც კაცების მაგიდის წინ მდებარე მაგიდას მიუსხდნენ. ლუკას დეა მოეწონა და მისი გაცნობა გადაწყვიტა. ბიჭები წამოდგნენ და გოგონების მაგიდისაკენ გაემართნენ. -მე ლუკა მქვია, ეს კი ჩემი მეგობარია- ლაშა,-გაეცნო იგი გოგონებს, როცა მათ მაგიდას მიუახლოვდა. -სასიამოვნოა, დეა, -გოგონა ხელს ჩამოართმევს ორივე მათგანს-ეს კი ნიაა, განუყრელი მეგობრები ვართ. -ოჰო, სამყაროს უმშვენიერესი გოგონებისათვის ალამაზესი სახელები დაურქმევიათ.-აღნიშნა ლაშამ. დეამ გაიღიმა და თავი დახარა, ნიამ კი ირიბად გახედა დაუპატიჟებელ სტუმრებს. არ ესიამოვნა ეს ორი უცნობი ასე უცერემო