ჩემო პატარა, შვლის ნუკრივით დამფრთხალო მიწავ,
მტერი ბევრი გყავს მაგრამ შენ ხომ უფალი გიცავს.
ღვთისმშობლის წილხვედრს ვინ შეეხოს, ვინ მოერიოს,
მარად წმინდანნი დაიცავენ ქართველთ გარნიზონს.
ჩემო პატარა, თუმც დიდგულა, ქართულო მიწავ,
შენთვის ვლოცულობ მე მარადჟამს, შენს თავსა ვფიცავ.
მარად ნატანჯო, დაფლეთილო, ჭირთა ამტანო,
მაგრამ სასტიკი მტრის ჯინაზე თავის გამტანო.