გიხმობ უფალო, ლოცვით და ცრემლით, გიხმობ, რომ სევდა შენით დამარცხდეს, გიხმობ უფალო, მამაო ჩვენო, მე ბოროტება რაღას დამაკლებს, მარილს აყრიან მხრებზე ჭრილობებს, ცილის წამებით სული დაღალეს, შენში ვერ ვმკვიდრობ და მაპატიე, რომ მოთმინებაც აღარ მაცადეს. ვერ ვამხილე და ვერ მოვაქციე, ვერ მივუტევე, შენი გულისთვის, ვერ შევიწყნარე მათი ქმედება, თავი წარვწყმიდე წუთისოფლისთვის,, გიხმობ უფალო, ლოცვით და ცრემლით, მთელი სიმცირით ,რაც გამაჩნია, ვკითხულობ ხშირად , ვერ მპასუხობენ. ადამს და ევას ვინ გამარჩია.. ვარ უმოქმედო, სიტყვად ვვარგივარ, ისე კი საქმით, არ შემძლებია რომ გიერთგულო, არ გიღალატო, ალბათ ტკივილი არ შემხებია ახალი დილა ისევ შანსად მაქვს, შენს მოწყალებას არ აქვს საზღვრები. თორემ უღირსი მე რა ღირსი