რას უძლებს ქალი? ქალი რკინაა,
გამოწრთობილი ფოლადი ცეცხლში,
ქალი კლდე არის, ქალი თრთოლვაა,
გულის ფეთქვაა იმედად მკერდში.რას უძლებს ქალი? უძლებს ტკივილებს,
ჭირთათმენაა, ტალღაა ზღვაში.
ქალი კაცის გულს გააღმილებს,
თუ სისხლის ფეთქვა შეიგრძნო ძარღვში.ქალს ბევრჯერ ნახავთ ცრემლების ტბაში,
მაგრამ ვერასდროს დაცემულს, დაღლილს,
ქალი მზე არის წვიმაში, ქარში,
ქალის სიცოცხლეს ასაკით არ ვთვლით.ქალს თუ წაართმევ სიცოცხლის ხალისს,
გულში თუ გრძნობებს ჩაუკლავ სიტყვით,
თუ დაასველებს ცრემლებით ბალიშს,
ის თავის სათქმელს ბოლოში იტყვის.ქალი რას უძლებს? არავინ მკითხოთ,
არავინ მითხრათ სუსტია ქალი,
ჩვენ არავისგან არაფერს ვითხოვთ
და კარგად ვიცით ჩვენ ჩვენი ვალი.