ლა ლიგაში შესრულებული ჰეთ-ტრიკების რაოდენობით, მადრიდის "რეალის" სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა...
რონალდუმ ლა ლიგაში ასპარეზობა 2009 წელს დაიწყო და 6 წელიწადში ქვეყნის პირველობაზე შესრულებული ჰეთ-ტრიკების რაოდენობით ტელმო ზარასა და ალფრედო დი სტეფანოს რეკორდები დაამხო. "რეალის" "შვიდიანმა" მეტოქეთა კარში 27 ჰეთ-ტრიკი შეასრულა, ზარასა და დი სტეფანოს აქტივში კი 22-22 ჰეთ-ტრიკია.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს კრიშტიანუ უკვე მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე ნახვადი სპორტსმენი "ტვიტერზე", მანამდე კი ის წიგნში "მანჩესტერ იუნაიტედიდან" "რეალში" რეკორდულ თანხად გადაბარგების გამო მოხვდა.
Увлекательная игра, где каждый может стать фермером: выращивать урожай, готовить сыр и вино, ухаживать за животными, построить дом и теплицу, а также дарить своим друзьям подарки и помогать им по хозяйству.