მოკვდა კაცი. მისი ძაღლი გვერდით მიუწვა და ისიც მოკვდა. კაცის სული კარებთან დგას წარწერით "სამოთხე" და გვერდით ძაღლის სულია. კარებზე წარწერაა: "ძაღლებით შესვლა აკრძალულია!". არ შევიდა კაცი ამ კარებში და გვერდი აუქცია. გზად მეორე კარი შეხვდათ, რომელსაც არაფერი არ აწერია, გვერდით კი მოხუცი დგას. - მაპატიეთ პატივცემულო... ამ კარებს მიღმა რა არის? - სამოთხე. - ძაღლით შეიძლება? - რათქმაუნდა! - აქამდე რა კარები იყო? - ჯოჯოხეთის. სამოთხემდე მხოლოდ ის აღწევს, ვინც მეგობრებს არ ტოვებს.
სიცოცხლე უნდა ქარიშხალს ჰგავდეს.. მეხის გავარდნას ჰგავდეს სიკვდილი..მტერიცა გყავდეს,მოყვარეც გყავდეს.. მაგრამ არცერთთან ჭამო სირცხვილი.. სიცოცხლე უნდა სიმღერას ჰგავდეს,ვიდრემცა გულის შეწყდება ფეთქვა და თუ ცხოვრებას ვერ გაუმკლავდე უნდა თქვა მაინც რაც უნდა გეთქვა!