მოერიე გულის ტკენას, თუ შენი ერთგულება, სიწრფელე და უბრალოება ვერ დაგიფასეს, ვერ დაინახეს. სამწუხარო ის არის, რომ გახელილი თვალების მიუხედავად ადამიანები დაბრმავდნენ. რამ დააბრმავათ?! შურმა, უსიყვარულობამ, მცირე ადამიანობამ და გადაჭარბებულმა ამბიციამ... ეტყობა ასეთებთან ურთიერთობაში ზედმეტი მოგივიდა, ზედმეტად გადაყევი და ჩათვალეს, მეტს იმსახურებდნენ... სინამდვილეში სიკეთის კეთება კი არ გამოგივიდა, პირიქით, ხელი შეუწყვე უმადური ადამიანის შინაგანი ბუნების გამოვლებას და როცა ნამდვილი სახე დაინახე, დაითრგუნე... ცხადია, მადლობისთვის, შექებისთვის არაფერი უნდა აკეთო, მაგრამ ვისაც მხარში დაუდგები, ის უნდა მიხვდეს, რომ მასზე ღმერთმა წყალობა გაიღო შენი სახით და შენ დაგაკისრა, ვისაც უფლისგან ნუგეში სჭი