მე მოგიძღვენი წითელი ვარდი
შენც ამ ვარდივით გაწითლდი ვხედავ,
სიყვარულს ნიშნავს წითელი ვარდი
ეს გაწითლება რას ნიშნავს ნეტავ?
თვალს ნუ მარიდებ გემუდარები
გთხოვ გამისწორო მტკიცე თვალები.
კვლავ ვეღარ გნახავ, მე შენს ტკბილ ხმას ვეღარ მოვისმენ, ცრემლიანია ჩვენი ტრფობის თავი და ბოლო, გემუდარები მაპატიე თუ კი ოდესმესმე შენი თვალების სანახავად მოვიდე მხოლოდ.