მე შენ მიყვარხარ, როგორც "პეტრუშკა", ეჰ, მერამდენე დავცალე "კრუშკა"... მე შენ მიყვარხარ, როგორც პიტბული, მამაშენს კართან რომ ჰყავს მიბმული. მე შენ მიყვარხარ, როგორც ტყემალი. გაიგე? წუხელ მოკვდა ჯემალი. მე შენ მიყვარხარ, როგორც ობამა, მომკლა შენთან და რუსთან მტრობამა. მე შენ მიყვარხარ, როგორც არტალა, მეზობლის ქალო ენაჭარტალა. მე შენ მიყვარხარ, როგორც მუხუდო. ამ ქარში როგორ გახველ უქუდოდ? მე შენ მიყვარხარ, როგორც ტრისტანი, გასკდეს შურისგან ტაჯიკისტანი! მე შენ მიყვარხარ, როგორც პინგვინი, მოდი, დაგადგა დაფნის გვირგვინი! მე შენ მიყვარხარ, როგრც მარტორქა. ვახომ ტრაქტორი რით ვერ დაქოქა? მე შენ მიყვარხარ, როგორც "ხვანჭკარა". კაბებს ნუ იცვლი ასე ჩქარ-ჩქარა! მე შენ მიყვარხარ, როგორც ჭვიშტარი, ამ ღამით