ყურში ჩამესმის ჩუმი სიტყვები, რაღა ვიფიქრო მგონი ვგიჟდები... ლოყაზე ისევ ცხელი ცრემლები ხორცს რომ მიწვავს და ვერ ვეხები. მინდა ყრუ ვიყო, რომ არ მესმოდეს, გული ვერ უძლებს, ვერა ამოდენს... მინდა ბრმა ვიყო რომ ვერ ვხედავდე, მინდა სათქმელის თქმას რომ ვბედავდე. და ეხლა მინდა ვიყვირო მაგრად ისე ხმამაღლა გაიგოს ცამაც... იქნებ სათქმელი ღმერთამდეც მიწვდეს, ნეტავ აქ მტოვებს თუ ცაში მიშვებს... და მაინც მინდა სიკვდილი წყნარი, მშვიდი უცრემლო და უწყინარი... უთქმელი სიტყვა მე ყელში მიჭერს, ალბათ ეს გული ჯერ კიდევ ითმენს...