მიტევების კვირაა და თითოეულმა თქვენგანმა მიუტევეთ და შეუნდეთ ერთმანეთს,უფალი გფარავდეთ. სიყვარულისთვის თუ ვცოდე ხომ მომიტევებ უფალო? ხელის ცეცებით ვსწავლობ სიარულს და ვამაყობ ჩემი რწმენის ნაბიჯებს... სიცოცხლისათვის თუ ვცოდე ხომ მომიტევებ უფალო? ლოცვებს ვაგროვებ მარცვალ-მარცვალ და თუ არა სწორად წარმოვთქვი ბგერა, ამასაც ხომ მაპატიებ, ხომ გაიგონებ ჩემ ხმას უფალო... უფალო ჩემო,ჩემო უფალო... მშობლისთვის თუ შევცოდე,ხომ მომიტევებ? ხომ მაპატიებ უფალო, შენც დედა გყავს და შენც ხომ ხარ შვილი... ხომ გაგვიმრავლებ გზაში საგზალს და ერთი წყლის წვეთით ხომ გაგვიხდი მწყურვალთ მდინარეს... ვიჩოქებ შენს წინ,ვიცი მხედავ ჩემო უფალო... შემინდე და მომიტევე ყოველივე ცოდვა,ყველა ის ცოდვა რაც გავატარე ჩემს გულსა და ფიქრ