და თუ ყველაფერი ლექსად გავამჟღავნე, -
როგორ მსურვებია,როგორ მყვარებია, -
ჩემი უბედობა ჩემს თავს დავაბრალე,
შენთვის არაფერი დამიბრალებია.
ახლაც გატანჯული გულის თანამგრძნობი,
მხოლოდ უღალატო ლექსის სტრიქონია,
მე ხომ ჩემს სიყვარულს ალლად გთავაზობდი,
შენთვის სიყვარული ხომ არ მითხოვია.
თუ კი თვალზე მომდგარ ცრემლს ვერ ვიკავებდი,
თუ კი ტრფობისაგან თავგზა ამებნია,
ამით, ჩემო კარგო, ჩემს თავს ვაწამებდი,
შენთვის არაფერი დამიშავებია.
შენ კი ვარსკვლავივით ცივად დამყურებდი ,
ჩემი სიყვარული სულ არ გსურვებია,
“დავივიწყებ-მეთქი”, - ჩემს თავს ვატყუებდი,
შენთვის არაფერი მომიტყუებია.
მ