ზოგჯერ ცხოვრება ყველაზე მძიმე გამოცდებს ყველაზე კეთილ და ღირსეულ ადამიანებს უმზადებს…
ეს არის ერთი ახალგაზრდა ბიჭის ისტორია, რომლის ბავშვობაც ტკივილით დაიწყო, მაგრამ სიყვარულმა და სიკეთემ გადაარჩინა.
ის იზრდებოდა მამასთან, რომელიც შვილს ცუდად ექცეოდა. ყოველდღიური შიში, ტკივილი და მარტოობა მისი ბავშვობის ნაწილი იყო. ერთ დღეს კი, სულ პატარა — მხოლოდ 8 წლის — გაბედა და გამოექცა ამ გარემოს.
ბედის უცნაური გზებით, სრულიად შემთხვევით, ის აღმოჩნდა ზუგდიდში, სოფელ ჭკადუაშში. იქ ერთმა ოჯახმა შენიშნა ეს შეშინებული და დაღლილი ბავშვი… შეეცოდათ და გულით მიიღეს. აიღეს მზრუნველობა, მისცეს სახლი, სითბო და ის, რაც ყველაზე მეტად აკლდა — ოჯახი.
არაფერს აკლებდნენ, ისე ზრდიდნენ, როგორც საკუთარ შვილს. სწორედ ამ სი