მიუხედავად ათასი მცდელობისა და ცხოვრების აქტიური რეჟიმისა, არის დღეები, როცა ფიქრის დრო მრჩება და ამ დღეებს ვერ ვიტან! იმიტომ, რომ ვხვდება რა უსუსურნი ვართ ამ წუთისოფელში!
დედიი, ჩემო დედიკოოო, ჩემო მარტოდ დარჩენილო! დაბადების დღეს გილოცავ! ჩემი იმედი ხარ დედი! ძალიან მიყვარხარ! ხშირად ნუ იტირებ დედი, შენი ცრემლები გულს მტკენენ... გკოცნი დედიკო უამრავს და შვილების კარგად ყოფნას გისურვებ, ვიცი რომ ეგ გახარებს მხოლოდ! აუცილებლად გამოგიცხობ ტორტს, შენ და მამიკოს ერთად დაგპირდით... მაგრამ ასე გადაწყვიტა უფალმა...