ახლა აქ რომ იყო, მხარზე დაგადებდი თავს და ასე მიხუტებული კიდევ ერთხელ გეტყოდი, რომ მეშინია და გთხოვდი, არ დამტოვო... ახლა აქ რომ იყო, ასე ძალიან აღარ მომენატრებოდი... ახლა აქ რომ იყო, ვილაპარაკებდით ყველაფერზე ან უბრალოდ გავჩუმდებოდით და ისე ვილაპარაკებდით არაფერზე... ახლა აქ რომ იყო გეტყოდი, რომ მიყვარხარ.....