***
ადვილად ვპატიობ...
იმიტომ კი არა, რომ კეთილი ვარ.
არც იმიტომ,რომ მოკლე მეხსიერება მაქვს.
არც სულგრძელობა და ადამიანობაა აქ შუაში...
არც ათი მცნება
არც "მიუტევე და მოგეტევება"
როცა გულნატკენი ვარ, წერას ვიწყებ.
და ვწერ!
ვწერ ტკივილზე,
სიტყვებით ვუღებ კარს იმ ქარიშხლებს, შიგნიდან რომ ლაწა-ლუწით ამტვრევენ ნეკნებს.
ვწერ ყველაფერზე,რაც არ მიხარია..
ვწერ უკიდეგანოდ გადაშლილ სამყაროზე, რომელშიც ჩემი ადგილი არ მოიძებნა.
ვწერ იმ ადგილზეც, სადაც ზედმეტი ვარ...
ვწერ სიკეთეზე,რომელიც არ დაინახეს;
მოთმინებაზე,რომლითაც ვერ მოვიგე;
სიყვარულზე,რომელსაც თვითონ კლავენ!
ვწერ დასასრულზე!
ნაცრისფერ სევდასა და ცრემლისფერ წვიმებზე.
და ვწერ ადამიანებზე, რომლებმაც მაწყენინეს...
ისინი,ისე ტრაგიკულად მთავრდებიან