აღარც ფიქრები მეხება თითქოს
გული სადღაც შორს მიიწევს თითქოს,
სულის ფიქრებმა დამღალეს თითქოს
და სული ჩემგან გაშვებას ითხოვს...
გრძნობებს საზღვრები ავყარე თითქოს
გული კი ისევ სიყვარულს ითხოვს,
გრძნობების წარსულს დავუთმობ დიდ დროს
გულმა რომ ისევ სიცოცხლე იგრძნოს...
როგორ დაბერდა სული ფიქრებში
ახალგაზრდობაც დარჩა წარსულში,
თითქოს ხალისიც გაქრა ღიმილში
დავდივარ მარტო ფიქრთა წყვდიადში...
სიმშვიდეს ვეძებ მხოლოდ ლოცვებში
სულის ხსნას ველი მხოლოდ უფალში,
თითქოს და სული იბრძვის სხეულში
დღეები მძიმედ გადის ფიქრებში...
თითქოს ხალისი დაკარგეეს დღეებმა
აღარც ,,მუზები“ მემორჩილება,
საღვრებს დავუნგრევ სულსაც, ფიქრებსაც
თითქოს მალულად ვიხმობ სიკვდილსაც..