გულო, მონატრებით გადაღლილო კიდევ უნდა გაძლო ცოტაც, შენ ხომ სიყვარული გაძლიერებს, ჰოდა ,შეძლებ კიდევ მოცდას. კი ვიცი ძალიან დაიღალე , შვილებზე ნატვრითა და ფიქრით, ჰე, ცოტაც, ცოტაც და ფინალია, ხედავ? დრო რა სწრაფად მიქრის. ჯერ არ მიღალატო, არ გაჩერდე, შენ ხომ სიყვარული გიცავს, უნდა ჩაეხუტო ვისაც ნატრობ, ემთხვიო კურთხეულ მიწას . .და მერე... მერე რა გაგაჩერებს, ანთებულს შენი ცის ხილვით, მადლობას შესწირავ გამჩენსა და, ასე ბაგა–ბუგით ივლი