ორად გაიპო გული,გული დარდების მახე,მომნატრებიხარ დედა... წუხელ სიზმარში გნახე,ხელი შემეხო შენი, სიმშვიდე ვიგრძენ სრული,თავი მეგონა ბავშვი, უმალ დაწყნარდა გული.ხმადაბლა მკითხე, ჩუმად - ხომ არ გიჭირსო რამე?...თვალი ამევსო ცრემლით და დაგიმალე სახე...როგორ გასულა დრო და კვლავ გაფრენილან წლები...ხელი შემეხო შენი და შემიმშრალა ცრემლი.თბილად მიმიკარ მკერდზე... ჩემად ვიგულე სივრცე,მერე გათენდა დილა, კვლავ უშენობა ვიგრძენ...როცა წახვედი ჩემგან,დრომ შემაჩვია ლოდინს,დეეე!... ნუ დამტოვებ მარტო,სიზმარში მაინც მოდი...