გულზე თუ ერთხელ დაგაბიჯეს, ნაფეხურს ვერასდროს ვერ გადაშლი. სულში თუ ერთხელ ჩაგაფურთხეს, ნაკვალევს ვერასოდეს ვეღარ წაშლი. წამში თუ სიცოცხლე გაგიმწარეს, წლობის სიყვარულს უცებ წაშლის, ზღვაში თუ ტალღებად აგაგორეს, ფრთებს თუ მოგტეხავენ ვეღარ გაშლი. ისეთ ადამიანს ნუ ენდობი, დღეს რომ გაღმერთებს და ხვალ რომ წაგშლის...
ნუ მიენდობი სხვას , ვიდრე მის გულს არ გამოცდი და მხოლოდ მაშინ მიენდე,როცა დარწმუნდები, რომ იმ ადამიანს აქვს პატიოსანი და მართალი სული. თუკი ასეთი ადამიანი შეგხვდა მაშინ ძვირფასი საუნჯესავით გაუფრთხილდი.