ოცნებად მექცა მთაში მქონდეს პატარა ქოხი,
რომ სიმარტოვით სულს სიმშვიდე მივგვარო ცოტა,
ოცნებად მექცა ბუხრის ძირში გაშლილი ნოხი
და მომავალი ჩემი ბედის სიმშვიდით მოცდა.
ქოხი რომ მქონდეს, წამოვშლიდი ნოხზე სტრიქონებს,
კალმით რვეულში ჩავსახავდი ლექსებს შვილებად
და თუ სიკვდილი დროზე ადრე ჩამომიქროლებს,
შვილობილ ლექსებს დაგიტოვებთ დასამშვიდებლად.
ღამით მე წმინდა სანთლის შუქზე დავწერ იქ ლექსებს,
გარეთ მგლის ხროვა მეყოლება ერთგულ მცველებად
და მერე იქნებ ბუხრის კვამლსაც ვაბრალო ესეც,
თვალთაგან სე
იყავი უბრალო, მაგრამ ორიგინალური. ენდე ღარიბს, რომელსაც მდიდარი გული ექნება, გახარებული არ დაპირდე და განრისხებული არ დაემუქრო... და რაც მთავარია იყავი ვინმე და არა რამე