სხვისი ლანძღვით და შეურაცხყოფით შენი რეიტინგი კი არ იწევს, შენს ქვეშ ექცევა და ცარიელი ამბიციების მსხვერპლი ხდები. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა შინაგანად გოიმის, დაკომპლექსებულის, არშემდგარის, ჩამოუყალიბებელის, გაუნათლებლის, პროვინციულად მოაზროვნის უტყუარი ნიშანია...
როცა პროვინციელს ვახსენებ, საერთოდ არ ვგულისხმობ გეოგრაფიულ საზღვრებს, რადგან მიყრუებულ პერიფერიებში დაბადებულებს არაერთგზის დაუმტკიცებიათ, როგორი შეიძლება იყოს კულტურული, გემოვნებიანი, დახვეწილი ადამიანი... ხდება პირიქითაც... შეიძლება ცხივრობდე ვაკის პარკთან, მაგრამ უღრანი ტყე იყო...
თავის მაქებარს არასდროს ყავს ერთგული გულშემატკივარი. თუმცა მისი გონება მაშინაც ნეტარებაშია, როცა ცხვირწინ მეცხრე ცაზე აჰყავთ და ზურგიდან მიწას უ