ღამე რომელიც უსასრულო წყვდიადივით ჩამოეშვება ირგვლივ ყველაფერს აბნელებს,თითქოს ღმერთი დემონი მიფათურებს სულში ხელს და სულს მიბნევს, იმედის ნაპერწკალი გონებას მინათებს,ღმერთი ჩემს დაუმარცხებელ სულს რაღაცას უმზადებს.გარემოების ბასრ კლანჭებში მოქცეულს ტირილიც არ ამომხდენია,სელის მათრახის ქვეშ სისხლში მოსვრილს საკუთარი თავი ერთხელაც არ დამიკარგავს.სისასტიკის ცრემლების უკან შიშის ჩრდილები დათარეშობენ და მაინც დაუნდობელმა წლებმა მოუდრეკელი გამხადა.მნიშვნელობა არა აქვს ჭიშკარში რომელი გზით გავალ.ჩემ ბედისწერას არ დავმალავ თვით ვერ განვაგებ,მაგრამ მე თავად ვარ ჩემი სულის კაპიტანი