ისე, უბრალოდ...
**********
მე შემიყვარდი ისე, უბრალოდ
და ამ სიყვარულს სიჩუმე ჰქვია,
ასე ამბობენ:"სიყვარულისთვის
თურმე არასდროს არ არის გვიან."
გულის კუნჭულში დაგითმე ბინა,
თავს მოგახვიე ჩემი ფიქრები,
გახსოვს? ჩურჩულით მეუბნებოდი:
"ვნატრობ დღეს, როცა ჩემი იქნები."
მე შემიყვარდი მთელი არსებით,
ნუ მიაყენებ ამ გრძნობას ზიანს,
გულს მონატრებით დაღლილს, დასერილს,
ნუ ჩაკლავ შენსკენ იმედით მზირალს.
ზოგჯერ დამჭკნარი ვარდიც იღვიძებს
და სილამაზის ელფერს არ კარგავს,
ვინც ქალის გრძნობებს არ გაუფრთხილდა,
ძვირი დაუჯდა მისი დაკარგვა.
მარინა ყიფიანი
10.03.2025