ჩემს მიწაზე დავაბიჯებ მწუხარებით
და იმ ტკივილს მეც განვიცდი, მას რომ ტანჯავს,
დედამიწას ვატორტმანებ მქუხარებით
და სტროფებად შემორჩენილ გულღვიძლს ვხარჯავ.
ყოველ დილით მე შენს ცრემლებს ვეფერები,
ღაპა-ღუპით რომ ჩამოსდის ბებერ ენგურს,
ხანდახან კი გავიხსენებ შეფერებით
მოულოდნელ გაწბილებას თემურ ლენგურს.
ზოგჯერ ჩუმი მონატრებაც წამომცდება,
ჩემს მიწაზე ჭიქა ღვინით მსურს, ვილხინო,
სანამ სული ჩონჩხის ზღუდეს გამოსცდება,
სოხუმისკენ მიმავალი მსურს, მიხილონ.
მე ნატვრად მაქვს ტაო-კლარჯეთს წავცხო ტუჩი,
მინდა ნინოს შევეგებო ჯავახეთით,
თუკი სიკვდილს კიდევ ერთხელ გადავურჩი,
ყველას თავის სიცრუეში ჩავახედებ.
მაგრამ ვეტყვი, მე გპატიობთ წრფელი გულით,
აწი მაინც შეიყვარეთ თქვენი მიწა,
ჩემს ეზოში სა