ქართველ ვაჟკაცს, სისხლის ფასად სამშობლოსთვის უბრძოლია, სიკვდილის წინ, სველ მიწაზე შვილებისთვის ულოცია. ჯარისკაცის სველ ფიქრებში წარსულს მწარედ უთოვია, ომში წასულს, გამწარებულს უკან გზა ვერ უპოვნია. შვილის ცივი სახის ნახვა მშობელს ნატვრად გაუხდია და ღვთის სახლში, მის სახელზე კელაპტარი დაუნთია