უნდა წავიდე,დამიჯერე...ასე სჯობს,ალბათ
ასე სჯობს,რადგან გადავღალე სამყარო ჩემით...
მოხეტიალე ოცნებები'ც გამქრალან სადღაც,
შემომეფერფლა მოლოდინი'ც ამდენი ცქერით...
ჩამოვრჩი შენში,ხელგაშლილი გავყვირი უღვთოდ,
გავყვირი...რადგან ტკივილია ხმის ტონის მიღმა...
წარმოსახვაში ანგელოზი შემომრჩა უფრთოდ,
ეს დაცემა'ა...ამაცრემლა დახვედრილ ზიზღმა...
ნერვული განცდით ავეკედლე გადაშლილ სახეს,
დაორთქლილ ფანჯრებს ამ თითებით ვაწერდი ფიქრებს...
რადგან ცხოვრება,როგორც უნდო - შენს გულში ვნახე,
რადგანაც ასე დაუკარგე ძალა ჩემს სიტყვებს...
და მთელი ღამე გაგათენე მარტომ...და ჩემთვის,
მნანობ და მაინც საშინელი ფერებით მხატე...
შენ დამრჩი გულო,უსასრულოდ...სხვა რაღ'ა მეთქმის,
უსუსურმა კი...სათანადოდ ვერ გამოგხატე...
უნდა წა