ოთხმოც წელს მიღწეულს მაღალი წნევები აწუხებდა. საწოლზე წამოწვებოდა და მალევე ჩათვლემდა. ისე მშვიდად ეძინა ხოლმე, ხშირად გამიღვიძებია შეშინებულს. თვალებს დაჭყეტდა და გამოფხიზლებული მკითხავდა:
- რა მოხდა ბებია, ხომ მშვიდობა გვაქვსო?! - არაფერი ისე გაგაღვიძე- მეთქი ვუპასუხებდი უხერხულობის განცდით.
ერთხელ როდესაც გავაღვიძე რბილი გაბრაზებით მისაყვედურა: - ბიჭო რატომ მაღვიძებ ხოლმე, ნუ გეშინია, ჩემითაც გამეღვიძებაო.
ერთ-ერთ მეგობარს ბებია გარდაეცვალა, ძილში გაპარულა ცხონებული. მას შემდეგ შიში დამჩემდა, ბებიაჩემსაც იგივე არ შემთხვეოდა.
ერთ დღესაც მის ოთახში შევიხედე, თავის საწოლზე იწვა, ისევე მშვიდად ეძინა. საბანი ოდნავ არ ირხეოდა, გეგენებოდა ძილისას არ სუნთქავსო. მაშინ ბოლოჯერ ვცადე მისი გაღვიძება