არინა შანიძის შემოქმედება2015 წლის 30 დეკემბერი, 10:54-ზე ·
ეკვლე,
სიყვარულით და სიკეთით, უფლის მადლი გმოსავთ,
გულიანო ქართველებო, მეც გულიდან გლოცავთ!
არ გენახოთ მტრის სიავე, წუხილი და დარდი,
თქვენს ბაღებში ზამთარ–ზაფხულ, კეკლუცობდეს ვარდი,
ისევ ლხინი გაფხიზლებდეთ, ლხინით დანაპურებს,
სავსე მთვარე დაჰყურებდეს, თქვენს ეზოს და ყურეს,
მზის სხივს სითბო შემოჰქონდეს, გალაღებულ სულში,
თესლი უმალ ღივდებოდეს, გუთნით გაჭრილ ხნულში,
სიმდიდრე კი სიღარიბეს, დახვედროდეს მედგრად,
წლიდან წლამდე ხვავრიელი, ხვავის ზვინი გედგათ,
ვაზის ნაჟურს ვეღარ ტევდეთ,მამაპაპურ ქვევრში,
მტერი, შურით გათანგული, გიკვდებოდეთ ხელში,
იჯდეს პაპა მოღიღინე, შთამომავალს თვლიდეს,
ეზოს ჩრდილში სიხარულით, ლამაზ აკვნებს თლიდეს,
იმ აკვნ