მე ემიგრანტი ვარ...ჩემს ნათქვამ სიტყვასა და თქვენს ნათქვამს სიტყვებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა... ჩემი ნათქვამი მენატრები იტევს აუტანელ ტკივილს. შენი ნათქვამი მენატრები არი სევდანარევი სიტყვა და სხვა არაფერი. ჩემს ნათქვამ მიყვარხარს შეუძლია მთები გადადგას,დედამიწა გადაატრიალოს და ასეც ხდება მე მთასაც შევძრავ ჩემი ოჯახის სიყვარულისთვის. შენს ნათქვამ მიყვარხარში არის გრძნობა მაგრამ ჩემთან შეადარებით შენი ნათქვამი სიყვარული უსუსურია უბრალო ფრაზაა და სხვა არაფერი. ჩემს ცრემლებს შეუძლია სახე დამწვას და ჯოჯოხეთი გამატაროს,ასჯერ დამცეს მაგრამ წამოვდგე და გავაგრძელო რადგან მე ვჭირდები ჩემს შვილებს. შენს ცრემლებს ნაკლები ტკივილი აქვს ის ერთით შემოიფარგლება მონატრებით. ჩემს გულს სხვა რითმი აქვს მ