მე მიგატოვე?
ასე, მოგწონს? ასე, კარგია?
შენი სიტყვები, ცარიელი,
მხოლოდ ფარსია.
შენი გული ხომ, ეს...
სიტყვებია...
და რა გტკიოდეს?!
მხოლოდ სიტყვები?
ეს სიტყვები...
მე ისინი სულ მღალატობენ,
სირცხვილისგან, არც წითლდებიან.
ყოველ საღამოს, მხოლოდ
სხვებისთვის იბადებიან.
მე კი, ვარსკვლავებს ცაზე,
მხოლოდ, შენთან ერთად ვხედავდი.
ვერ დაინახე ეს, ჩემს თვალებში?
- კარგად ხედავდი...
მაგრამ სიტყვები...
ეს... თამაშია.
შენი ფარსია...
კარგი, წავედი,
მიგატოვებ,
თუ ეს გამშვიდებს,
თუკი, შენთვის ასე,
კარგია!..