მე შენი სული შევიყვარე ჩემო სიცოცხლე და სიყვარულმა სულის გულში ბინა დაიდო, რომც მოვინდომო ამ გულიდან ვეღარ გაგიშვებ, რადგან სიკვდილი ჯერ არ მინდა, უნდა გამიგო, შენს გულის ძგერას მე არ გავცვლი არავის გულზე, მთელი სამყაროს სიმდიდრე რომ ფეხქვეშ გამიგონ, ზეცა რომ მართლა შეიშალოს, ქარმა კი გზაზე, მოულოდნელად, უამრავი მახე დამიგოს, შენს სიყვარულში ჩაძირული, ზღვის სურნელს ვსუნთქავ, ნიავს სურს ჩემი საიდუმლო ჩუმად გაიგოს, უფალმა თითქოს დაითვალა ჩემი ცრემლები და სიყვარული, ფიანდაზად, ფეხქვეშ დამიგო, სანაპიროზე ტალღის ვნება მიახლოვდება, სურს მისეული სიყვარული მეც რომ გამიყოს, შეშლილმა, ვნებით, შემომხვია სველი ხელები, ცამ მზის სხივებში გაფანტული ლოცვა დამითმო, შენს გულის ფეთქვას, არასოდეს, სხვაზე არ გავ