ერთი სიცოცხლე არ მყოფნის ვხვდები, ვერაფერს ვასწრებ, წარსულს ვბარდები. მე, ყოველ დილით მუზებთან ვკვდებ შუაღამისას კვლავ ვიბადები. წინ მიდევს ვიწრო სავალი გზები, ბურუსიანი, სხვა რომ ვერ ხედავს, ყოველ აისზე მე ლექსში ვკვდები და მუზებიდან დავსტირი ცხედარს. უჰაერობა საშინლად მღლიდა, ხშირად მოვჰგავდი ზღაპრიდან მოსულს, მე ვცოცხლობ, როცა სიკვდილი მინდა, და ვკვდები მაშინ სიცოცხლე რომ მსურს. m.sh