🌞- არ ვიცი კიდევ როგორ ხალხს შემახვედრებს ცხოვრება, ან როგორ გზებზე მატარებს, რადგან ყველაფერი რთულია, თავიდან ფიქრობ, რომ ვერ შეძლებ, ძალა არ გეყოფა და ვერ გაუძლებ ცხოვრების აბობოქრებულ ტალღებს, იმედგაცრუებას... მაგრამ გადის დრო და ხედავ, რომ ყველა კრიზისი გამოიარე, ყველა ტკივილი დაამარცხე და ისევ შემოგრჩა ძალა ღიმილის, იმედის, სიყვარულის და ნდობის. არ ვიცი, რა იქნება კიდევ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მე ყველაფერს გავუძლებ, ყველაფერს შევძლებ და არ მივცემ ჩასვლის უფლებას მზეს, ჩემს გულში რომ ანათებს🌞❤