დალახვროს ეშმაკმა,წუხელაც ყმუოდა,წუხელაც გულამდე გადმომდო სათქმელი,რომ მგელი იყო და კეთილს ვერ გუობდა,რომ ყელში უჭერდა გვარ-ჯიშის საბელი.დალახვროს ეშმაკმა მგელსაც კი სტკიოდა,რომ ბევრ კრავს ჩაუქრო სიცოცხლის სანთელი.რომ მგელი იყო და გენები ითხოვდა,ლეკვებმა ითხოვა ნასისხლი საჭმელი.თავს ისე ასწევდა,ისე შეყმუვლებდა,მუქარად მიიღო ბრიყვებმა საჭმელი.როცა ყველა ბგერამ სულში ჩააღწია,ყმუილს „აღსარება"დავარქვი სახელი.იქნებ მგელს რომ ვკითხოთ,ჩვენ უფრო მხეცი ვართ,ჩვენ მეტი ჩავაქრეთ სიცოცხლის სანთელი.იქნებ ყოველ ღამით მგელივით,არ შეგვრცხვეს,საჯაროდ ვიყვიროთ:შევცოდე უფალო შემინდე სათქმელი.