დედა ვარ,ქვაზე და რკინაზე ძლიერი,
შვილების გულისთვის კლდეს შევეჭიდები,
ავიტან,მოვითმენ,ვიქნები მშიერი,
სანამ სული მიდგას ,ჩემს შვილებს ვჭირდები.
ჩემს ჯიშსა და მონაგარს კბილებით დავიცავ,
ვიბრძოლებ, სანამდის ჯანი მაქვს მთლიანი,
დედა ვარ, ლომივით ვისწავლე ღრიალი,
დედა ვარ,არწოვის ძლიერი ფრთებით
დაშ ვილების დასაყრდენ ძალად და იმედად,
ტაატით გატარებთ დაღლილი მხრებით
და გავძლებ თუ ჩემი სიცოცხლე გჭირდებათ,
დედა ვარ....