ვიცი გამებუტე, ცოტაც გამიბრაზდი, გულში ჩაგყოლია ჩუმი სინანული რაც არ უნდა მოხდეს,მინდა იცოდე რომ ჩემი სიცოცხლე ხარ, ჩემი სიხარული. ოღონდ ძალიან გთხოვ, ნუღარ მეცივები გულში ნუ ჩამიქრობ იმედის ნაპერწკალს მე ხომ შენ დაგეძებ ყველგან, ყველაფერში დიდი სიყვარულით ვკოცნი შენს ნატერფალს. თუ კი ისევ დაგრჩა გულში ნაზი გრძნობა და თუ ისევ ისე ძლიერ გენატრები მოდი ჩამეხუტე, სული დამიმშვიდე მე ხომ დაგეძებ და ისევ მედარდები...