ბანალურია სიტუაციის აღწერა-
შენ ჩემი საერთოდ არ გჯერა,
შენ მე საერთოდ არ მენდობი!
გგონია, ასე მე ვერთობი,
გგონია, რომ ესაა თამაში
და გაება არ გინდა ხაფანგში...
ნუთუ, მე ამის მიზეზი მოგეცი?!
ნუთუ, ჩემი ბრალია რომ მებრძვი?!
ნუთუ, ბარიკადები უნდა დაიჩემო?!
ნუთუ, ასე რთულია რომ დამიჯერო?!
მაინც ისევე გეტყვი, როგორც ვამბობ,
მე ჩემს სულს ჩურჩულით განდობ,
და ჩუმად გადავიტან უნდობლობის ტკივილს-
სიმართლე ვერ იტანს სიტყვათა ყვირილს...