ორად გაიპო გული,გული დარდების მახე,მომნატრებიხარ დედა... წუხელ სიზმარში გნახე,ხელი შემეხო შენი, სიმშვიდე ვიგრძენ სრული,თავი მეგონა ბავშვი, უმალ დაწყნარდა გული.ხმადაბლა მკითხე, ჩუმად - ხომ არ გიჭირსო რამე?...თვალი აცურდა ცრემლში და დაგიმალე სახე...როგორ გასულა დრო და კვლავ გაფრენილან წლები...ხელი შემეხო შენი და შემიმშრალა ცრემლი.თბილად მიმიკარ მკერდზე... ჩემად ვიგულე სივრცე,