მე შენთვის სიცოცხლეს ჩამოვალ ავანსად, გავრისკავ ყოველგვარ თავხედურ ნაბიჯებს, ცხოვრებას პირისპირ შევხედავ თვალებში, მის ყველა ზღვარს უტიფრად გადავაბიჯებ.
ვიბრძოლებ შენთვის და იმ გათენებისთვის, სიბნელის ჯინაზე მაინც რომ თენდება, ვიბრძოლებ იქამდე სანამდეც ჩემს ლექსებს დღე ღამის ნათებად რომ დაათენდება.