იმასა ვჯავრობ, რომ ჩემს ნებაზე, ვერ გიმორჩილებ დროის ისარო, მოგყვები, ვცდილობ გავითავისო, ხანში შესულის ყოფა ვისწავლო. მაგრამ ვაი რომ ეს არ გამომდის, უდრეკი გენით ვარ შეკერილი, ჟამო! გარედან თითქოს დაგნებდი, სულით გოგო ვარ კვლავ შეღერილი. მე ვერ ვიგუებ ფერებს გაცრეცილს, ჩამქრალი გული რაღა გულია, დროის ისარო! შენ იტრიალე, მე კვლავ მჩქეფარე ყოფა მწყურია. ვერ შეველევი გაზაფხულს რადგან, ლაღი სიგიჟით თავისთან მიწვევს, ცეცხლიდან ნაცრად ვერ გადვიქცევი, ჟამო! სიბერევ! დუელში გიწვევ. #მრ