ისე, ვით ცხარე სანელებელს ვამატებთ საკვებს, რომ მადას ექცეს გამომწვევად გემოვნებათა, ან ვით უვნებელ გრძნობას ვეძებთ, რაც ვერას გვაკლებს, მაგრამ წყაროა მავნებლობით მაინც ვნებათა, მეც ასე - შენი სიყვარულით სავსე საწყაულს შევმატე წვეთი, საზღვარი რომ გადამელახა და ნაადრევად ავედევნე უცნობ სასწაულს, ჩემს ჯანმრთელ გულში რომ სნეული ვნება მენახა. წესი ყოფილა სიყვარულის _ არა ჩანს თავად, ჩვენ კი გვაბრიყვებს, მოვიძიოთ მისი გზა-კვალი და მერე ვიგრძნოთ, უსაშველოდ რომ გავხდით ავად და დავიმოყვრეთ უგნურებით ბედი მზაკვარი. ახლაღა ჩავწვდი ჩემი ყოფის მწარე გაკვეთილს - შვება არსად აქვს მხოლოდ შენგან სასოწარკვეთილს.
კომენტირება0გაზიარება0
"მაგარია!"0