მასალა ცომისთვის: 3 კვერცხი; 1, 5 ან 1 ჩაის ჭიქა შაქარი; 1 ჩაის კოვზი სოდა ძმრით; 3 ჩაის ჭიქა ფქვილი; 2 სუფრის კოვზი თაფლი; 2 სუფრი კოვზი კარაქი; ვანილი.
მასალა კრემისთვის: 1 ქილა შესქელებული რძე(სგუშონი); 200 გრამი კარაქი.
მომზადების წესი: წინასწარ დავდგათ გაზქურაზე ქვაბით წყალი და ავადუღოთ, რადგან "მედოკის" ცომი ორთქლზე მზადდება. 3 კვერცხისა და 1, 5 ჩაის ჭიქა შაქრისაგან მოვამზადოთ გოგლი-მოგლი; შემდეგ ჩავასხათ გამლღვალი კარაქი და თაფლი; 1 ჩაის კოვზი სოდა ძმრით; ცოტა ვანილი და დავდგათ ორთქლზე, თან გამუდმებით ვუროთ. 5 წუთის განმავლობაში გვედგას ორთქლის აბაზანაზე და შემდეგ დავამატოთ 2, 5 ჩაის ჭიქა ფქვილი. ცომი წებოვანი გამოდის. ამის შემდეგ მაგიდაზე დავყრით დარჩენილ ნა