თავზე თოვლივით დაფენილი - შენი თითები, ფოთოლ გაძარცულ ტყეებივით, უფრო მშვიდია. მრუმე დღეებსაც, მაგ თვალებით შევეჭიდები, ოღონდ, ნუ მეტყვი რომ დღეს, ხეთა პანაშვიდივით, შენთან შეხვედრა, სამწუხაროდ ბოლო ჯერია... სულის შრეებში დალექილი შენი განცდები ჭაღარებივით, მაგ თვალებში გამოგერია და ალბათ მალე, ეგ სხეულიც შემოგაცვდება, სულზე კი პულსიც გაგექცევა პატიმარივით. ვიცი, შენც გტკივა ეს სამყარო მემბრანებიდან. ზამთრის დღესავით, ეგ ფილტვებიც პატარავდება. ბევრჯერ ხომ გითქვამს : პოეტები მებრალებიან. და თუ ასეა, ეგ თითები იყოს ოლარი. აღსარებაა, ჩემი ხმა და შენი სიტყვები არის სასჯელი,ტკივილივით გაუგონარი. განშორება კი, იმ დღეების შესატყვისია როცა, ქარები უმართავენ ხეებს მანიფესტს და ხის ტოტებზე, თავს იხრჩო