გაგწირეს?რა მოხდა?!სუყველას წირავენ,
ისინიც გვიმეტებს ვინც ჩვენი გვგონია,
იმედებს მივყავართ სიცრუის ყირაზე,
ცხოვრება?ცხოვრება სასტიკი ომია.
ადექი ფეხზე და ნუ წაიფორხილებ,
ყველანი ცოდვის წინ უძლურად ვიქცევით,
მაგრამ თუკი ერთხელ დაამსხვრევ ბორკილებს,
შენ შენს თავს მოუგებ აზრით და ფიქრებით.
გაგწირეს?
ნუ გიკვირს,
გიკვირდეს სიკეთე,
ფასი აქვს წაქცევის შემდეგაც ადგომას,
გწამდეს რომ ცხოვრება სუყველას მოგვიწყობს,
ჩვენს წილ გოლგოთას და ჩვენს წილ აღდგომას!