-ერთი წუთით, ან ორით ხმას ნუ ამოიღებ, დაწექი, თვალები დახუჭე, თითები ბოლომდე გაშალე და სახესთან მიიტანე, ნუ გეღიმება, ისუნთქე. რა სულელი ხარ, თავი სასიკვდილოდ გაიმეტე მეთქი არ მითქვამს. ოდნავ შეეხე ღაწვებს. თვალებს ნუ ახელ, რა მოგივიდა. დამელოდე სიგარეტს მოვიტან, კარგია, დამჯერე გოგო ხარ. -რას ფიქრობ? თვალებს ნუ გაახელ ისე მიპასუხე... -თავი სულელი გგონია?! -არა, მაგის გარდა კიდევ? -მეც გადარეული ვარ? -კიდევ? -მოგეფერო? - მოგეფერები, უბრალოდ ძალიან მინდა რამდენიმე წუთს ასეთს გიყურო, დაგიმახსოვრო. -მარჯვენა ხელის მტევანი შუბლზე გაიჩერე, არა, ეგრე არა, რა სასაცილო ხარ. ასე მგონია ტემპერატურას იზომავ. -ხელის გული ჭერისკენ მოაქციე და თითები ოდნავ მოადუნე, მეორე პირველ ხელისგულში ჩადე. -კარგია. -ჯ