ქელეშბი დევდარიანის საუკუნოვანი სახლი სვანეთში - იმსახურებს თუ არა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს?
2016/11/28 15:19:09მთას და მთის დასახლებებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში. თანამედროვე მეცნიერებაც კი განცვიფრებაში მოჰყავს აქაური შენობა-ნაგებობების კონსტრუქციას და სიმტკიცეს, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლო.შეუძლებელია, მთის კულტურაზე ვისაუბროთ და სვანეთს ავუაროთ გვერდი. ამ კუთხის კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი განხილვით თავს არ შეგაწყენთ, თუმცა, მინდა, რომ ერთი ნაკლებად ცნობილი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურულ-ეთნოგრაფიულ მნიშვნელობაზე გესაუბროთ.
ქვემო სვანეთის ლაშხეთის თემში, სოფელ ჩიხარეში არის 1916 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი, რომელიც დაახლოებით 40 წელია, მიტოვებულია დ